ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია

International Academy of integrative psychotherapy

აკადემიის შესახებ

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის  საერთაშორისო აკადემია არის საქართველოში პირველი ფსიქოთერაპიის სასწავლო ევროპული სივრცე. იგი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სრული წევრია და მისი პროგარამები აკრედიტებულია ამავე ასოციაციის მიერ. მისი აკადემიური პერსონალი წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო უმაღლესი კავლიფიკაციის მქონე სპეციალისტებით. 

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია დაარსდა ა(ა)იპ „ფსიქოკორექციისა და ფსიქდოაგნოსტიკის სახლი დენდრონის“  ბაზაზე 2012 წელს და დაკავებულია დიპლომშემდგომი საგანმანათლებლო საქმიანობით, უზრუნველყოფს პრაქტიკულ ფსიქოლოგიასა და ფსიქოკონსულტირებაში, ფსიქოთერაპიაში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის მოკლე და გრძელვადიანი დიპლომშემდგომი სასწავლო პროგრამების მიწოდებას მაღალ აკადემიურ დონეზე, საგანმანათლებლო და პროფესიული ეთიკის სრული დაცვით

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მიზნები

1. საქართველოში ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიის დარგების განვითარება

2. საქართველოში ევროპული ეთიკის სტანდარტების შესაბამისი ფსიქოთერაპიული სკოლის ჩამოყალიბება

3. საქართველოში ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება

4. დარგში მომუშავე კადრების გადამზადება და ეთიკის ნორმების სტანდარტიზაცია

5. მკურნალობის ბიო-ფსიქოსოციალური მოდელის დანერგვა და განხორციელება

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია ზემოთ აღწერილი მიზნების რეალიზებას ახორციელებს სხვადასხვა დიპლომის შემდგომი ევროპული აკრედიტაციის მქონე პროგრამების საშუალებით. ამ ეტაპზე აკადემიას წარმოდგენილი აქვს ფსიქოთერაპიის შემსწავლელი ევროპული ოთხწლიანი პროგრამა, ერთწლიანი საბაზისო პროგრამა ფსიქოთერაპიაში, ოჯახური ფსიქოთერაპიის ერთწლიანი პროგრამა, ფსიქოდრამათერაპიის ერთწლიანი პროგრამა, არტთერაპიის ერთწლიანი პროგრამა, ფსიქოსექსოლოგიის ორწლიანი სასწავლო კურსი.

გრძელვადიანი სწავლების ძირითადი მიზანია ევროპული სტანდარტის შესაბამისი დიპლომის შემდგომი განათლების მიწოდება მსმენელთათვის და მათი მომზადება ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის (European Certificate for Psychotherapy, ECP), მოსაპოვებლად

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ოთხწლიანი პროგრამა შექმნილია ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიისთვის საჭირო ყველა თანამედროვე ევროპული კრიტერიუმისა და სტანდარტის დაცვით. კერძოდ, მოიცავს ამგვარი სწავლებისთვის 4 აუცილებელ კომპონენტს:


  1. თეორია და მეთოდოლოგია -  1380 სთ
  2.  კლინიკურ პრაქტიკა სუპერვიზიით - 300 სთ
  3. სუპერვიზია 150 სთ
  4.  ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია - 250 სთ


მოკლევადიანი პროგრამების მიზნებია:


  1.  ფსიქოთერაპიის  და ფსიქოლონსულტირების ვალიდურ მოდალობებში თეორიული ცოდნის შეძენა/გაღრმავება
  2.  ამ მოდალობების შესაბამისი ტექნიკების შესწავლა პრაქტიკაში გამოსაყენებლად და უნარ-ჩვევების გაუმჯობსება
  3.  ეთიკური პროფესიული პრაქტიკის განხორციელების ხელშეწყობა
  4. თვითრეგულაციისა და თვითრეფლექსიის უნარების გაუმჯობესება


წლიანი პროგრამებია:


  1. ფსიქოთერაპიის საბაზისო კურსი: "ფსიქოთერაპიული ტექნიკები და პრაქტიკული სავარჯიშოები"
  2.  ფსიქოდრამა-საბაზისო კურსი: "ფსიქოთერაპიული ტექნიკები და სავარჯიშოები ბავშვთა და მოზრდილთა ჯგუფებთან მუშაობისთვის"
  3.  არტთერაპიის  საბაზისო კურსი
  4.  ოჯახური ფსიქოთერაპიის საბაზისო კურსი


ორწლიანი პროგრამაა

 ფსიქოსექსოლოგია და სექსოპათოლოგია

ჩვენი პარტნიორები არიან

1.ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია - European Association for Psychotherapy http://europsyche.org/;

2. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია - European Association for integrative Psychotherapy http://www.euroaip.eu/

3.პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგა - Профессиональная Психотерапевтическая Лига - http://www.oppl.ru/

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მმართველი ბორდი

ჩვენი გუნდი

მარინე (მაია) ბეგაშვილი

  • ფსიქოთერაპევტი (ECP), მულტიმოდალი, პრაქტიკის და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში https://dendroni.ge/ka/chven-shesakheb/chveni-gundi/article/6697-fsiqoterapevti-maia-begashvili
  • პროგრამის თანაავტორი და ხელმძღვანელი
  • ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი
  •  დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი და ფსიქოთერაპევტი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი და რეესტრის ფსიქოთერაპევტი (ЕАР)
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის დოქტორანტი, ექიმი ნარკოლოგი
  • ფსიქოდინამიკური ფსიქოანალიზის, ფსიქოსინთეზის, გეშტალტის, ფსიქოდრამის, ჯგუფური თერაპიის,  სპეციალისტი, NLPt ოსტატი, ჰიპნოთერაპევტი, სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპიის სპეციალისტი.

ნინო კობახიძე

ნიკიატა ვლასოვი


  • კლინიკური ფსიქოლოგი;
  • ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი;
  • ფსიქოლოგიური მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის წევრ კორესპნდენტი;
  • ფსიქოთერაპევტი, ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის NLP ტრენერი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი;
  • სამედიცინო ფსიქოლოგი, ნარკოლოგიის, ნ. ი. პიროგოვის სახელობის უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის კათედრის ასისტენტი;
  • პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) წევრი, ნაციონალური ნარკოლოგიური საზოგადოების წევრი;
  • ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი (ЕАР).
  • ფსიქოთერაპევტის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი, პრაქტიკის უფლებით ევროკავშირის ფარგლებში (ECP);
  • NLP-ტექნოლოგიების, ერიქსონის ჰიპნოზის, სტრატეგიული თერაპიის და შემოქმედებითი თვითგამოხატვის თერაპიის სპეციალისტი;
  • 30-ზე მეტი მონოგრაფიისა და პუბლიკაციის ავტორი ფსიქოთერაპიაში;

ბრუნო ვან დენ ბოში (Bruno Van den Bosch)

  • ECP, ფსიქოთერაპევტი (ინტეგრირებული მიდგომა)
  • პროგრამის კრეატიული ხელმძღვანელი
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის                                                                 ( EAIP http://www.euroaip.eu/about-eaip/governing-board /)  პრეზიდენტი
  • ბელგიის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ინსტიტურტის “Educational Academy”                                    (  https://educatieve-academie.be/en/ ) დირექტორი
  • ინტერაქტიული დიზაინის 4 წლიანი სასწავლო კურსის ავტორი და პედაგოგი
  • კრეატიული თერაპიის 2 წლიანი სასწავლო კურსის ავტორი და ხელმძღვანელი
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის, გეშტალტის, ფსიქოსინთეზის, ბიოენერგეტიკის, სტრატეგიული მოკლევადიანი თერაპიის, ჰიპნოთერაპიის, იუნგისეული ფსიქოანალიზის სპეციალისტი.

ვლადიმერ დომორაცკი


    • საქართველოში ფსიქოსექსოლოგიის საავტორო კურსის ხელმძღვანელი  https://fsc.bsu.by/ru/domorackiy-vladimir-antonovich/
    • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
    • რუსეთის სამეცნიერო სექსოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი;
    • საერთო ევროპული პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის ნამდვილი წევრი, პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) ოფიციალური საერთაშორისო კლასის წარმომადგენელი;
    • ერიქსონის თერაპიისა  კლინიკური ჰიპნოზის, ოჯახური და წყვილთა თერაპიის, პრობლემაზე ორიენტირებული თერაპიისაა და ა.შ. სერთიფიცირებული სპეციალისტი;
    • პროფესიულ ფსიქოთერაპიულ ლიგაში ხელმძღვანელობს მოდალობას „ერიქსონის თერაპია და ერიქსონის ჰიპნოზი“, მიყავს სასწავლო პროგრამები ერიქსონის ჰიპნოზში, ასევე სემინარები სექსუალური დისფუნქციისა და წყვილებს შორის დისჰარმონიის ფსიქოთერაპიის სფეროში, თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაციის მიმართულებით და ა.შ.

მაშა ჟველცი (Maša Žvelc)

  • ECP, ფსიქოთერაპევტი (ინტეგრირებული მიდგომა- SDP) საერთაშორისო კლასის ტრენერი და სუპერვაიზორი (EAIP, IIPA)
  • პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტი    https://www.ipsa.si/en/teacher/masa-zvelc/
  • ფსიქოლოგიის დოქტორი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, სლოვენიის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის და კონსულტირების (IPSA) ინსტიტუტის დამფუძნებელი და თანახელმძღვანელი
  • ლუბლიანას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში უძღვება არტ თერაპიის კურსს
  • თანამშრომლობს სლოვენიურ და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან ექსპერტის რანგში


ლისბეთ პლისარდი (Liesbet Plissart)

  • ფსიქოთერაპევტი (ECP), ინტეგრირებული მიდგომა, პრაქტიკის და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში
  • პროგრამის თერაპიული პროცესის ინტეგრირების ხელმძღვანელი
  • მაინდფულნეს მედიტაციის მასწავლებელი.
  • სერთიფიცირებული ქოუჩი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მაგისტრი, პედაგოგიური მეცნიერებების მაგისტრი - კლინიკური ორთოპედაგოგი, ნეირობიოლოგიის სერთიფიცირებული სპეციალისტი

პრეზიდენტი

ბრუნო ვან დენ ბოში (Bruno Van den Bosch)

ვიცე პრეზიდენტი

 ჰევარდ ვილკინსონი (Heward Wilkinson)

ფინანსური მენეჯერი

ქეი ქონროი (Kay Conroy)

სატრენინგო სტანდარტის ოფიცერი

ოანა მარია პოპესკუ  (Oana Maria Popescu)

მდივანი

ჯოანა ჰევით ევანსი (Joanna Hewitt Evans)

რეგისტრატორი

ქეი ქონროი (Kay Conroy)

საწევრო კომიტეტი

თავმჯდომარე - ჰევარდ ვილკინსონი (Heward Wilkinson)

პანოს აზიმაკისი (Panos Asimakis)

სოფია მილსკა ვრზოშინსკა (Zofia Milska-Wzrosinska)

ანჯელა კარი (Angela Carr)

გრეგორი ჟველცი (Gregor Zvelc)

ეთიკის კომიტეტი

თავმჯდომარე

პანოს აზიმაკისი (Panos Asimakis)

რა არის ფსიქოთერაპია?

რა არის ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია არის სისტემური ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რაც იწვევს ფსიქიკის თვითმარეგულირებელი მექანიზმების აღდგენას. შედეგად კი ორგანიზმის გარემოსთან ადაპტირების მექანიზმები მყარდება.

რაზე არის ორიენტირებული ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია ორიენტირებულია ქცევის, მოქმედების, თვით-გამოხატვისა და თვით-გამოვლინების აქტების ცვლილებაზე, ადამიანის განვითარებაზე (ფსიქომოტორული, ემოციონალური, შემეცნებითი, პიროვნული, კომუნიკაციური განვითარება და ა. შ.), ფსიქომოტორული ფუნქციების რეგულაციაზე, ნებელობითი რეგულირების გაძლიერებაზე, პიროვნული ემოციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აზროვნების სტრუქტურირებაზე, მეხსიერების აქტივაციაზე, საკუთარი პოტენციალის შეცნობა/ანალიზსა და მის გამოყენებაზე, თვიტაქტუალიზაცია/თვითრეალიზაციაზე და ა. შ.

რომელ ფსიქოლოგიურ მეცნიერებებზე ბაზირებს ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია ბაზირებს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა შემდეგ განხრებზე: ზოგადი, ასაკობრივი, ბავშვთა, სოციალური, კლინიკური, დიფერენციალური ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია, კონსულტაციური ფსიქოლოგია, ასევე ადამიანის ბიოლოგიური არსის გათვალისწინებით მედიციანაზე: ნევროლოგია, ფსიქიატრია, ფიზიოლოგია და პათ. ფიზიოლოგია, სექსოლოგია, ენდოკრინოლოგია.

კონსულტაციურ ფსიქოთერაპიაში გამოყოფენ 2 მიდგომას

1. ფსიქოკონსულტირება, როგორც გავლენური ზემოქმედება (დირექტიული ფსიქოთერაპია)

2. ფსიქოკონსულტირება, როგორც თანამშრომლობითი ზემოქმედება. (არადირექტიული, ჰუმანისტური მიდგომა)

თანამედროვე ფსიქოთერაპია პროცესის წარმართვის 2 მოდელს განიხილავს

1. მედიკო/ბიოლოგიური მოდელი, რომელსაც წარმართავს მხოლოდ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი და ფსიქოთერაპიის დარგში გადამზადებული სპეციალისტი ექიმი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი და ა. შ.;

2. ფსიქოლოგიური მოდელი, რომელსაც წარმართავს ასევე დარგში გადამზადებული სპეციალისტი. თავის მხრივ ფსიქოლოგიური მოდელი ჯგუფდება: 

ა. სოციალური ფსიქოლოგიური მოდელი, 

ბ. პიროვნებაზე ორიენტირებული მოდელი.

ფსიქოთერაპია, როგორც დამოუკიდებელი დარგი, რეგულირდება მსოფლიოში მარეგულირებელი ორგანოთი: 

World Council for Psychotherapy ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭო.

მის შემადგენლობაში შედის და აწარმოებს დარგის რეგულირებას საკუთარ რეგიონში:

1. ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაცია EAP

2. აზიის ფსიქოთერაპიული ფედერაცია AFP

3. ფსიქოთერაპიის ჩრდილო და სამხრეთ ამერიკული ასოციაცია APA

4. ფსიქოთერაპიის აფრიკული ასოციაცია PPSA

5. ფსიქოთერაპიის ავსტრალიური და ოკეანეთის ასოციაცია ANZAP

როგორ გავხდე ფსიქოთერაპევტი?

საქართველოში დარგი ფსიქოთერაპია როგორც რეგულირებადი პროფესია არ არსებობს, თუმცა, როგორც ევროპულ ქვეყანას გვმართებს რეგულირება ევროპული მარეგულირებელი ორგანოს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციით, EAP-რეგულირება.

უამრავი “სპეციალისტი” არალეგიტიმურად, სათანადო ცოდნისა და მაკვალიფიცირებელი დოკუმენტის გარეშე აწარმოებს ფსიქოთერაპიულ პროცესს, რაც ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ფსიქიკურ სიჯანსაღეს. იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება მსგავსი დახმარება - ვურჩევთ, მოთხოვოს სერვისის მიღებამდე სპეციალისტს მისი კვალიფიცირების დამადსტურებელი დოკუმენტი. (აქვე ავღნიშნავთ, რომ უცხოურმა აბრევიატურებმა და სხვადასხვა "ბრჭყვიალა" დასახელებებმა არ მოგატყუოთ, რადგან, როგორც ჩვენთან, საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, არსებობენ რეგულირების მიღმა დარჩენილი ორგანიზაციები, და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, რომელთა ფინანსური ინტერესის დაკმაყოფილება უხარისხო სერვისის მიწოდებაზე გადის. ჩვენ დეტალურად აღვწერეთ და დავასახელეთ მარეგულირებლები, რომელთა ეგიდითაც უნდა წარმებდეს ფსიქოთერაპიული პროცესი, როგორც ჯგუფური, აევე ინდივიდუალური. იგივე შემიძლია ვთქვა სასწავლო პროგრამებსა და ფსიქო/სოციალურ ტრენინგებზე. გახსოვდეთ, ვინც არ ჯგუფდება ან არ ფლობს მარეგულირებელი ორგანოების სათანადო სერტიფიკატს, აკრედიტაციას, მათ ვერ ან არ გაიარეს აკრედიტაციის პროცესები და ევროპული რეგულირებით - არალეგიტიმურად ითვლებან.

როგორ მოვიპოვოთ ECP?

ევროპის ფსიქოთერაპევტთა ორგანიზაციას შემუშავებული აქვს სპეციალური პროგრამა, დარგში სათანადო ცოდნის და პროცესის წარმართვისთვის საჭირო უნარ/ჩვევების შეძენისთვის. ამისთვის იყენებს აკრედიტირებას, იმ სასწავლო დაწესებულებების, რომლებიც ამ სერვისს ანხორციელებენ.

დღეს საქართველოში ევროპული აკრედიტაციის მქონე სასწავლო დაწესებულებაა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია. 

ყურადღება!!!

უამაღლესი კატეგორია, რომელიც შესაძლოა მოიპოვოთ თქვენი პროფესიული აკრედიტაციის პროცესში - ECP-(ევროპული სერთიფიკატის ფლობაა), დღეს საქართველოს ჰყავს ევროპული აკრედიტაციის მფლობელი, მულტიმოდალი ფსიქოთერაპევტი_მაია (მარინე) ბეგაშვილი. 

ECP მოსაპოვებლად საჭიროა გაიაროთ სათანადო სასწავლო კურსი 4 წლიანი პროგრამა EAP-ის გაედლაინის შესაბამისად, რასაც კომპაქტურად, ერთ სივრცეში გთავაზობთ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.

დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე https://www.europsyche.org/contents/13119/how-to-apply-for-an-ecp.html

საერთაშორისო თანამშრომლობა და პარტნიორები

დენდრონი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP (European Association for Psychotherapy) პირველი და ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით  2014 წლიდან.

ორგანიზაცია თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს EAP - ის ეთიკის კოდექსის შესაბამისად და ნერგავს ევროპული ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში.

დენდრონის სახით საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაცია მონაწილეობს ხმის უფლებით ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) გენერალური ასამბლეის არჩევნებში, აქვს მოწვეული წევრის სტატუსი ასოციაციის ყველა კონგრესსა და კონფერენციაზე, ასევე წვდომა მის სამეცნიერო და სასწავლო ბაზებზე.

დენდრონი არის პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL - Professional Psychotherapeutic League)  წევრი 2016 წლიდან, რომელიც ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაციის ნაციონალურ ლიგას წარმოადგენს,  ასევე ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP - European Association for Integrative Psychotherapy) სრული წევრი 2019 წლიდან.

ევროპის მასშტაბით დარგის მაკვალიფიცირებელი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციამ (European Wide Accrediting Organisation), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Integrative Psychotherapy) 2019 წლის 27 თებერვლის დასკვნით დაადგინა დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის შესაბამისობა ევროპულ სააკრედიტაციო სტანდარტებთან.


ჩვენი პროგრამები

4 წლიანი პროგრამა

ხანგრძლივობა 4  წელი:

თეორია და მეთოდოლოგიაზე მუშაობა + ლიტერატურაზე მუშაობა  - 880 + 500 , 1380 საათი

კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით - 300 საათი

სუპერვიზია - 150 საათი

პირადი ფსიქოთერაპა(ინდივიდუალური და ჯგუფური) - 250 საათი

სულ 2080 აკადემიური საათი.

პროგრამა:

1. სტრატეგიული მოკლევადიანი ფსიქოთერაპია (BST ჯ. ნარდონე, BSFT ს. დე შეიზერი, ი.კ. ბერგი);

2. ჰიპნოთერპია (კლასიკური და მილტონ ერიქსონის მიდგომები);

3ნეიროლინგვისტური პროგრამირება (თერაპიული მიდგომა);

4. კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია (კოგნიტური, ქცევითი და ე.წ. „მესამე ტალღის“ თერაპიები).

ფსიქოსექსოლოგია და სხვა ფსიქოთერაპიული მოდალობები.

დეტალური ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.iaipdendroni.com

ფსიქოსექსოლოგია და სექსოპათოლოგია

ფსიქოსექსოლოგია და სექსოპათოლოგია ორწლიანი დიპლომშემდგომი სასწავლო პროგრამა

თეორია და მეთოდოლოგია - 200 საათი

ლიტერატურაზე მუშაობა - 100 საათი

პრაქტიკა  - 20 საათი

სულ 320 აკადემიური საათი

როგრამა:

  1. ფსიქოსექსუალური განვითარება და მისი გადახრები;
  2. ქალის სექსუალურობა, მისი დისფუქნციები და მათი ფსიქოთერაპია;
  3. მამაკაცის სექსუალურობა, მისი დისფუქნციები და მათი ინტეგრირებული ფსიქოთერაპია (ვ.დომორაცკის საავტორო მოდელი);
  4. ოჯახური და წყვილთაშორის სექსუალური დისჰარმონიისა და სხვა პარტნიორული ურთიერთობის სირთულეების ფსიქოთერაპია;
  5. სექსუალური დისფუნქციით განპირობებულ ოჯახურ ძალადობასთან მუშაობის ტექნიკები


ფსიქოთერაპიის საბაზისო 

კურსი

თეორია და მეთოდოლოგია - სასწავლო/სატრენინგო შეხვედრები - 141 საათი

ლიტერატურაზე მუშაობა - 60 საათი

ჯგუფური თერაპია - 50 საათი

სულ 251 აკადემიური საათი

პროგრამა:

1.სწორი ფსიქოკონსულტირება/დიაგნოსტირების წარმოების სწავლება;

2.ფსიქოთერაპიული მიმდინარეობების ზოგადი საფუძვლების სწავლება;

3.სამუშაო სტრატეგიებისა და სწორი მიდგომების სწავლება;

4.ფსიქოთერაპიული პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ტექნიკების სწავლება.









ოჯახური ფსიქოთერაპია

ოჯახური ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (www.euroaip.eu) მიერ აკრედიტებული დიპლომშემდგომი სასწავლო პროგრამაა.

ოჯახის ფუნქციები, სტრუქტურა და დინამიკა;

ოჯახი და მისი მოდელები;

ოჯახის ფუნქციები-ფუნქციური და დისფუნქციური ოჯახები;

ოჯახის სტრუქტურა და მისი დარღვევები

ოჯახის დინამიკა (სიცოცხლის ციკლი);

ოჯახის კონცეფცია, როგორც სისტემა

ოჯახის როლების სტრუქტურა;

ოჯახის ქვესისტემები და საზღვრები;

ოჯახის წესები, მითები, ისტორია, სტაბილიზატორები;

ოჯახური ფსიქოთერაპიის ტექნიკების სახეები და მათი პრაქტიკული გამოყენება.

სულ 120 აკადემიური საათი

ფსიქოდრამათერაპია

ფსიქოთედრამათერაპია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (www.euroaip.eu) მიერ აკრედიტებული დიპლომშემდგომი სასწავლო პროგრამაა.

ორმაგ გზავნილებთან მუშაობა;

ფსიქოსომატიკასთან მუშაობა, ბიბლიოდრამა;

ძილთან და ფანტაზიებთან მუშაობა, დამოკიდებულებათა სინდრომებთან მუშაობა;

ჯგუფური თერაპია/ ფსიქოდრამა;

ჯგუფური თერაპიის წარმართვის სქემა;

ზღაპართერაპია, როლური თამაშები;

ჯგუფური თერაპია, როლური თამაშები;

ფსიქოტრავმა, ძალაუფლების სამკუთხედი

სულ 160 აკადემიური საათი

არტთერაპია

ართერაპია დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ბაზაზე მოქმედი ერთწლიანი სასწავლო პროგრამაა.

არტთერაპიის ბაზისური და ინოვაციური მიმართულებები;

სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპია და არტთერაპია;

ბავშვთა და მოზარდთა არტთერაპია;

პედაგოგიური და სოციალური არტთერაპია;

ფსიქოლოგიური კონსულტირება და არტთერაპია;

ქვიშათერაპია.

სულ 160 აკადემიური საათი.


მისამართი: კოსტავას47/57


+ 995 599 50 58 98 / 599 94 74 19


pps.dendroni@gmail.com